რუსული მედია იუწყება, რომ ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ახლო მოკავშირე ადამ დელიმხანოვი დაჭრილია. ინფორმაციას ტელეკომპანია „ზვეზდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსი დეპუტატი ადამ დელიმხანოვი დაჭრილი, თუმცა ცოცხალია. მანამდე გავრცელდა ცნობაც, რომ დელიმხანოვი მოკლული იყო. კონკრეტულად, სად მოხდა მისი დაჭრა ჯერჯერობით უცნობია.
13 ივნისს კადიროვმა განაცხადა, რომ ბატალიონ „ზაპად-ახმატის“ მებრძოლები ბელგოროდის ოლქში დივერსიების აღკვეთაში ჩაერთვებიან.დელიმხანოვი კი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორს, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და როსგვარდიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. ის შარშან ჩეჩნურ ქვედანაყოფებსაც მეთაურობდა, რომლებიც მარიუპოლის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.