საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ

2023-06-14 15:29:48+04:00

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6-კაციანმა გუნდმა, რომელთა შორის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ, ქალაქ პერზირში მოკავშირე ძალების ფონდის ეგიდით გამართულ მარშირებაში იასპარეზა.

ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.