დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გახშირებული ვანდალიზმის ფაქტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების დაზიანების ფაქტები. მისი თქმით, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ხეებზე ძაღლებს ავარჯიშებენ, რაც ხე-მცენარეების დაზიანებას იწვევს.
დედაქალაქის მერი საზოგადოებას მოუწოდებს, გაერთიანდნენ და ვანდალიზმის ფაქტებს ერთად ებრძოლონ