პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, თუ ის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს, მედიამომსახურებაზე ახდენს გავლენას და მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსს ფლობს. პროექტში გაწერილია სამივე კრიტერიუმის განმარტება. პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება. სალომე ჯაფარიძე გაშლის თემას