თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები 2024 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ გამოჩნდება. თხევად გაზზე მომუშავე 160 ერთეულ ავტობუსზე კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა, უკვე დასრულდა.
გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი არაუგვიანეს 2024 წლის 1-ელ აპრილამდე მიაწოდოს, დანარჩენი 110 ავტობუსი კი, იმავე წლის ბოლომდე.
სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის ფლობის და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 620 475 ლარს შეადგენდა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი კომისიას 1 618 759 ლარი შესთავაზა. შესაბამისად, გამოდის, რომ მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259 მლნ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, "თეგეტა მოტორსია“.