მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის გზით, გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული რეგულაციების დადგენა, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს – განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. კახი კალაძე პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის პირველი იანვრიდან ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი ზღვრული ნორმების დაწესებას ეხება.