ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გასულ 24 საათში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხარკოვის რეგიონში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე და კრივი რიჰში საცხოვრებელ შენობებზე თავდასხმისას, ოკუპანტებმა საჰაერო საკრუიზო რაკეტები და ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონები გამოიყენეს.
რუსულმა ძალებმა 39 საჰაერო დარტყმა, 62 შეტევა კი ზალპური სისტემებიდან განახორციელეს.
გენშტაბის ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც და უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე შეტევას წარმატებით განაგრძობს.