მედია ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მიმდინარე წელს დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. ანგარიშის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით, დარღვეული უფლებების აღდგენის ნაწილში კომუნიკაციების სააგენტოში მომართვიანობის რაოდენობა გაზრდილია. საერთო ჯამში, ეს მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებით 1200-ზე მეტ მომხამარებელს შეადგენს. გვანცა ჩხეიძის ინფორმაციით, მომხმარებელთა საჩივრების 90% დაკმაყოფილდა.