ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ლუქსემბურგელი დეპუტატების გადაწყვეტილება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მაგალ8ითს წარმოადგენს. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მილიონობით მსხვერპლის პატივისცემის გამოხატულებაა.
ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად, მათ შორის ევროპაში მსოფლიოს თითქმის სამი ათეული ქვეყნის პარლამენტების მიერ უკვე აღიარებულია.