რუსების მიერ კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიშის მიიტანას, რის შედეგადაც 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა და რამაც 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აშშ ეხმაურება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომის დაწყებიდან რუსეთის მიზანმიმართული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ არ შეცვლილა და გრძელდება.