ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსის ტერიტორიაზე მისი მოთხოვნა იყო. ლუკაშენკოს თქმით, ეს მისი თხოვნა და „დაჟინებული მოთხოვნა“ იყო ბელარუსის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანასთან ომი არავის სურს, ამიტომაც მათი განთავსება ოფიციალურ მინსკს უსაფრთხოებსის გარანტიებს მისცემდა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოწოდება ბელარუსისთვის 7-8 ივლისის შემდეგ მოხდება.