ვენეციის კომისიიდან მიღებული კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღებას მაინც აპირებს. „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროკომისია საქართველოსგან პერსონალურ მიდგომას ითხოვს, ვენეციის კომისია კი პირიქით - სისტემურს. ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში წერს, რომ დეოლიგარქიზაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომა არის საჭირო. როგორ აფასებენ ამ პროცესს ოპოზიციაში.