კახოვკის კაშხლის ნგრევის გამო, შავი ზღვის მარილიანობა შემცირდა - Palitra News

კახოვკის კაშხლის ნგრევის გამო, შავი ზღვის მარილიანობა შემცირდა

2023-06-13 16:03:23+04:00

კახოვკის ჰესის დანგრევის შემდეგ, შავი ზღვის წყლის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა,რკინის შემცველობამ კი ნორმას გადააჭარბა. დამოუკიდებელი გამოცემა „კედრი“, წერა, რომ მიზეზი - ზღვაში ჩასული მტკნარი წყალია. ოდესის სანაპიროებზე ზღვიდან ნაგავი და მცენარეები ამ დრომდე ირიყება, წყალში კი დახოცილ ცხოველებს პოულობენ.