დაბზარული კადლები, წყლით სავსე საძირკველი, გაუსაძლისი სუნი და ანტისანიტარია - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დიდ დიღომში, პეტრე იბერის 16 ნომერში მშენებარე კორპუსში, უკვე წლებია მოსახლეობას აწუხებს.
კორპუსი 15 წელზე მეტია რაც შენდება. კორპუსი დაუსრულებელია, თუმცა მოსახლეობა ცხოვრობს, ადგილობრივები ამბებენ, კორპუსის დანგრევის საფრთხე დღითიდღე მატულობს. საკუთარი ხარჯებით არაერთხელ სცადეს მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა ძლიერი წვიმა და ქარი, მათ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.