საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე მოხდება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ეროვნულ ბანკში ხელოვნური კრიზისის შექმნის შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით კი მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა პირდაპირ წინაარმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.