ვენეციის კომისიიდან მიღებული კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღებას მაინც აპირებს. ოცნების გუნდი აცხადებს რომ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ამიტომ კანონპროექტის მიღებაზე უარს მხოლოდ იმ შემთხვევაში იტყვიან, თუ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას ევროკომისია უკან წაიღებს. ვენეციის კომისია კი საკუთარ დასკვნაში წერს რომ დეოლიგარქიზაციისთვის სახელმწიფოს მხრიდან არა პერსონალური, არამედ სისტემური მიდგომაა საჭირო.