საავტომობილო ბაზარი დიდი ძვრებისთვის ემზადება. 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იკრძალება. ამავე პერიოდიდან ქვეყნიდან აიკრძალება კატალიზატორების ექსპორტი, არადა მხოლოდ ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოდან 7000 მეტი ერთეული, დაახლოებით 98 მილიონი დოლარის ღირებულების კატალიზატორი გაიტანეს. 2025 წლიდან უკვე შემოდის ვალდებულება, რომ კატალიზატორით უნდა იყოს აღჭურვილი ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება.
2025 წლიდანვე აიკრძალება 10 წელზე ადრე გამოშვეული ავტობუსებისა და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოყავანაც.
როგორ აფასებს საავტომობილო იმპორტ-ექსპორტით დაკავებული ბიზნესი მოსალოდნელ ცვლიელებებს და რეალურად ემსახურება თუ არა ეს ცვლილებები დასახულ მიზნებს, მათ შორის იმას რომ ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი უნდა შემცირდეს? - თემაზე სასაუბროდ "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრის" გადაცემა "საქმის" სტუმარია ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე