ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ აქციას უკვე მე-8 დღეა, მართავენ. პროტესტის ნიშნად, წუხელ ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო.ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.