აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ საით მიემართება უკრაინის კონტრშეტევა, მაგრამ ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ კიევი გააგრძელებს წარმატების მიღწევას რუსეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნების მცდელობაში.
ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მაქსიმალურად გაზარდოს თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა ქვეყანამ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა შეძლოს.
ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ ვილნიუსში, ნატო-ს მომავალ სამიტზე, შესაძლოა, მოსალოდნელი იყოს უკრაინის მიმართ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის სტაბილური პაკეტის შეთავაზება.