მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელ ცენტრს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ეწვივნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დეპუტატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.