8 წლის წინ საღამოს 10 საათზე როცა თამაზ ელიზბარაშვილი ცხელ ხაზზე რეკავს ვერავინ იფიქრებდა, რომ 2 საათში თბილისში ტრაგედია დატრიალდებოდა. ტრაგედია წაღებული სახლებით, დანგრეული ქუჩებით, და უმძიმესი მსხვერპლით, დაღუპული 21 ახალგაზრდით. დაღუპულებს შორის იყვნენ დედები, შვილები, მომავალი დედებიც, მაშველებიც და სტუდენტები.
8 წლის წინ 13 ივნისს თითქოს უწყინარი წვიმის დაწყებისას ვერც იმას წარმოიდგენდნენ რომ ზოოპარკის ცხოველები ქუჩაში გადმოინაცვლებდნენ, ვეფხვი ადამიანს დაგლეჯდა და ჰიპოპოტამი გმირთა მოედანზე ისეირნებდა. მძაფრსიუჟეტიანი ფენტეზის ჟანრის დრამის სცენარი თბილისში ზუსტად 23:45 წუთზე დაიწყო. ამ დროს ქეთი ბეგიაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სვანეთის ქუჩაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად ვახშამს ამზადებდა, სახლში მეუღლის მოლოდინში მყოფმა ფანჯარაში გაიხედა და დაინახა როგორ იმატებდა ნელ ნელა ეზოში წლის დონე, არ შეშინებია გაუკვირდა თუმცა რამოდენიმე წუთში წყალი სახლშიც შენიშნა.