უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. 42 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა, მათ შორის შვიდი ბავშვია. მინისტრის ცნობით, აღნიშნული მონაცემები მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებში მსხვერპლთა რაოდენობა ამ დრომდე დაუზუსტებელია. მინისტრის განცხადებითვე, ხერსონში სხვა რეგიონებიდან კომუნალური სამსახურების დამატებითი ძალები, ასევე სპეციალური ტექნიკა გაგზავნეს. დაზარალებულ რაიონებში წყლის დონე თანდათან იკლებს და სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება შესაძლებელი ხდება. შსს-ს ინფორმაციით, ყოველდღიურად სასმელი და მდინარის წლის 150-მდე სინჯი ტარდება. ჯერჯერობით ის ნორმებს შეესაბამება.