საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება- ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მსუბუქი მარკის ავტომობილებისთვის რეგულაცია ძალაში 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების შემთქვევაში შეზღუდვები 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. აიკრძალება კატალიზატორების ექსპორტიც. შესაბამის დადგენილებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს. გარემოს ეროვნული სააგენტო კი უახლოეს მომავალში ჰაერის ხარისხისა და ავტომობილების შემოწმებას დაიწყებს. საკითხს დღესვე გამოეხმაურა ოპოზიცია.