მთავრობის ინიციატივით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განხილვის დასაწყებად ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა. კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომლის თანახმად, მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი ნახევრდება და დაინტერესებულ პირებს კი კანონით განსაზღვრული რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება ევალება. რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ და რა საფრთხეებს ხედავენ ოპოზიციაში მოქალაქეობის გამარტივებული წესით გაცემასთან დაკავშირებით.