„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დასავლელ პარტნიორებს შეხვდნენ. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაში დემოკრატიული პროცესები დაიწყოს. მმართველ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, ხოლო საპარლამენტო ოპოზიცია შიდაპარტიულ დაპირისპირებებზე საუბრისგან თავს იკავებს.