საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზრუდება. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. აღნიშნული რეგულაცია ძალაში მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
გარდა ამისა, ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში შეზღუდვა 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანახმადაც ე.წ. კატალიზატორების ექსპორტიც აიკრძალება.