მილიარდერი ჯორჯ სოროსი 25 მლრდ დოლარის ღირებულების აქტივებზე კონტროლს თავის 37 წლის ვაჟს, ალექსანდრე სოროსს გადასცემს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
ამასთან, როგორც სოროსის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, ფონდის მიერ მართული 25 მლრდ დოლარის უმეტესი ნაწილი მომავალ წლებში „ღია საზოგადოების“ ფონდებს გადაეცემა.
აღსანიშნია, რომ ალექსანდრე სოროსის ქონება Forbes-ის მიერ რეალურ დროში 6,7 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ამასთან, როგორც მან გამოცემას განუცხადა, მისი აზრები მამის შეხედულებების იდენტურია, თუმცა ის საარჩევნო ხმისა და აბორტის უფლებებს უფრო აქტიურად დაიცავს. ჯორჯ სორისის შვილმა აღიარა, რომ ინვესტიციის ჩადება პოლიტიკაშიც მოუწევს, რათა შეერთებული შტატების ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის დაბრუნება თავიდან აიცილოს.