მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 02:35-ზე, მთვარე ვერძშია
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
ვერძი
დღის განმავლობაში ხშირად გაოცდებით, თუ რამდენად კარგად არიან გარშემო მყოფები თქვენ მიმართ განწყობილნი. მოისმენთ უამრავ კომპლიმენტს, დადებით შეფასებას თქვენს შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს განწყობას და აამაღლებს თვითშეფასებას. ოღონდ ნუ იქნები ამპარტავანი და ბოროტად ნუ გამოიყენებთ საკუთარი თავის მიმართ კარგ დამოკიდებულებას.
კურო
მოვლენების ცენტრში იქნებით. სხვებს დასჭირდებათ თქვენი დახმარება, თანადგომა ან ბრძნული რჩევა. არ გამოტოვოთ თქვენი რეპუტაციის განმტკიცების შესაძლებლობა, მაგრამ ფრთხილად იყავით დაპირებებთან, ტყუილად ნუ დააიმედებთ ადამიანებს!
ტყუპი
ვირის ფინანსური ასტროპროგნოზი: როდის შევიძინოთ ძვირად ღირებული ნივთებიდღეს ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. შეეცადეთ წინასწარ შეადგინოთ დავალებების სია, განსაზღვროთ პრიორიტეტები და დაგეგმოთ თქვენი საქმიანობა. შეძლებთ ყველაფერს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ დასვენებისთვის დროის გამოყოფა.
კირჩხიბი
წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაქვეითებული გაქვთ და გაგიჭირდებათ ვინმეს აქტიურ ზეწოლას გაუძლოთ. იმისათვის, რომ არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები, შეეცადეთ მოერიდოთ კომუნიკაციას, მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სულიერი პრაქტიკების შესრულებას.
ლომი
ახალი გამოწვევებისთვის მოემზადეთ. მოგიწევთ თქვენი საუკეთესო თვისებების ჩვენება. იყავით აქტიური, კომუნიკაბელური და მომხიბვლელი, გამოავლინეთ თქვენი პროფესიული უნარები მაქსიმალურად.
ქალწული
ეს დღე შრომისა და ზოგადად რაიმე საქმის კეთების სურვილით გაივლის. მაგრამ იყავით გონივრული და მთელი კვირის საქმეებს დღეს ნუ შეეჭიდებით. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.
სასწორი
გირჩევთ, რომ არ იჩქაროთ და უარი არ თქვათ შემოსულ შეთავაზებებზე. მაშინაც კი, თუ თქვენ არ აპირებდით რაიმეს შეცვლას თქვენს ცხოვრებაში უახლოეს მომავალში, იყავით ღია ცვლილებებისთვის, ნუ შეგეშინდებათ კომფორტის ზონიდან გამოსვლის და რაღაც ახალის დაწყების.
მორიელი
დილა უნდა დაუთმოთ იმ საკითხებს, რომლებიც სიმზუსტესა და კონცენტრაციას მოითხოვს. შუადღეს თქვენი პროდუქტიულობა საგრძნობლად დაიკლებს, მოგინდებათ დასვენება და რომანტიკა. წარმოუდგენლად რთული იქნება ვალდებულებებთან დაბრუნება.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ იმოქმედოთ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, იყავით შედეგზე ორიენტირებული, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. უბრალოდ კეთილსინდისიერად გააკეთეთ ის, რაც დაგეგმეთ.
თხის რქა
თქვენი დღის დევიზი უნდა გახდეს სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე. ეს ეხება როგორც სამუშაოს, ასევე მეგობრებთან, ნათესავებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებთ ემოციების შეკავებას, თავიდან აიცილებთ უსიამოვნებებს.
მერწყული
ფრთხილად უნდა იყოთ თქვენს გეგმებსა და იდეებზე საუბრისას. გაუზიარეთ თქვენი იდეები მხოლოდ მათ, ვინც აუცილებლად დაგიჭერთ მხარს ან ვისაც შეუძლია მოგცეთ სწორი, პრაქტიკული რჩევა. არ არის აუცილებელი ყველას გადაუშალოთ გული. მშვიდად მიიღეთ კრიტიკა.
თევზები
თქვენს ახლობლებს ნამდვილად სჭირდებათ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა. მოუსმინეთ მათ გულისყურით და შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ. კარგი დღეა იდეების განსახილველად ერთგულ კოლეგებთან ერთად.
წყარო: Ambebi.ge