ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მეშვიდე დღეა გრძელდება - Palitra News

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი მეშვიდე დღეა გრძელდება

2023-06-12 10:53:57+04:00

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიასთან მე-6 დღეა იკრიბებიან და ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.

3 ათასზე მეტი მაღაროელი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია, თანამშრომლები კი ქუჩის პროტესტის რეჟიმზე არიან გადასული.