ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა.
პუტინისთვის გაგზავნილ წერილში, კიმ ჩენ ინი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეა სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ხალხს, რომელიც მათ სუვერენიტეტსა და მომავალს იცავს. მანვე რუსეთს კეთილდღეობა და გამარჯვება უსურვა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა „ღირებულ სტრატეგიულ აქტივად“ იქცა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ხაზს უსვამს, რომ მზადაა, ფხენიანსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა გააგრძელოს.