უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ხერსონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში უმძიმესი მდგომარეობაა. მანვე აღნიშნა, რომ კახოვკას კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო. უკრაინის მთავრობა კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას დაზარალებულ რაიონებში, მოწმეებზე, ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე სრული წვდომით ხელს უწყობს.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობა დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუაციაში უკვე 4 000 ადამიანს დაეხმარა.