"საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომლის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს - საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ.