გერმანიის კანცლერი საქართველოსგან სწრაფ რეფორმებს ითხოვს. ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე მმართველი პარტია მკაფიოდ აცხადებს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი უკვე შესრულდა, დარჩენილი პუნქტები კი ივლისის ბოლომდე შესრულდება. ოლაფ შოლცის მოწოდების შემდეგ ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნდნენ, რომ რეფორმების გატარების გარეშე ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ასეთ შემთხვევაში კი მათი თქმით, სრული პასუხისმგებლობა მმართველ ძალას დაეკისრება.