კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ მასშტაბით უნდა იცავდნენ სიცოცხლეს, ერთი კვირის განმავლობაშიც ვერ ახერხებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამაშველო მისიის გაგზავნას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური კიევი საერთაშორისო ორგანიზაციებს აიძულებს, საერთაშორისო მხარდაჭერა ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში მიმართოს.