რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას , - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა. მისი განცხადებით, ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰესი უკრაინის კონტროლს ქვეშ დაბრუნდება. დანილოვი ვარაუდობს, რომ რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯის გამო ყირიმის ნახევარკუნძულის განვითარება შესაძლოა 7 წლით შეფერხდეს.