“გირჩი-მეტი თავისუფლება” 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება - რიგით მესამე ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ სტრატეგიასა და ოპოზიციასთან კონსოლიდაციის გეგმას განიხილავენ. “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერების განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი ამომრჩეველთან ერთად იმ საკითხების განხილვაა, თუ რა გეგმით უნდა წარდგეს “გირჩი-მეტი თავისუფლება” მომავალ არჩევნებზე და რამდენად წარმატებული იქნება ოპოზიციური პარტიების გაერთიანების იდეა.