ამაზონში, ავიაკატასტროფიდან 40 დღის შემდეგ 4 მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალი იპოვეს, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა. ბავშვებს მას შემდეგ ეძებდნენ, რაც ავიაკატასტროფამ 40 დღის წინ, მათი დედის სიცოცხლე შეიწირა. პეტროს განცხადებით, ბავშვები ჯუნგლებში ცხოვრების ცოდნამ გადაარჩინა. 13 , 9 , 4 და 1 წლამდე ასაკის ბავშვები ჯუნგლებში 1-ელ მაისს მომხდარი ავიაკატასტროფის გადარჩენილი მგზავრები არიან. კატასტროფას მათი დედა, კიდევ ერთი მგზავრი და პილოტი ემსხვერპლნენ.