ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. როგორც სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და 2023 წლის აპრილში 7.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, 20.4%-ით გაიზარდა ექსპორტის მოცულობა, 2023 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 100 %-ს გადააჭარბა. "სხდომაზე აღინიშნა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა.