პროტესტის მე-5 დღე ჭიათურაში. "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოში დასაქმებული ადამიანები ღირსეული შრომის პირობებისა და ხელფასების მატებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მიუხედავად მოლაპარაკების მცდელობისა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.