ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა რუსული რუბლის კუპიურები გადააყარეს. სტუდენტებმა პროტესტი მაშინ გამოხატეს, როცა კობახიძე ლექციის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის შენობას ტოვებდა. კობახიძის მიმართ სტუდენტებმა პროტესტი რამდენჯერმე გამოხატეს მას შემდეგ, რაც პარლამენტში რუსული კანონის განხილვები დაიწყო. ინციდენტთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა.