ხერსონში რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს, რომლებიც კახოვკას ჰესის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, - ამის შესახებ ხერსონის ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა „ტელეგრამზე“ დაწერა.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მოხალისეები დაიჭრნენ.
„რუსული საარტილერიო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, 52 და 25 წლის. ისინი არიან მოხალისეები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს“, - წერს პროკუდინი.
მისი ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები საჭირო დახმარებას უწევენ.