ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსის ფინალშია! ლეგენდარულმა სერბმა ნახევარფინალში რეიტინგის ლიდერი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში - 6:3, 5:7, 6:1, 6:1 დაამარცხა.
ესპანელი, რომელსაც ბრწყინვალე ტურნირი ჰქონდა, ნოლეს არაფერს უთმობდა და ორი სეტის შემდეგ ანგარიში თანაბარიც იყო, მაგრამ მე-3 სეტის სტარტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ალკარასმა ერთ-ერთი დარტყმის დროს ფეხი დაიზიანა, რის გამოც თამაშის დარჩენილი ნაწილი კორტზე ტრავმიანმა გაატარა, რამაც ბუნებრივია შეხვედრაზე გავლენა იქონია.
ალკარასის დასახმარებლად ჯოკოვიჩიც მივიდა, კარლოსმა თამაში გააგრძელა, თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალობა გამოდგა, რადგან, როგორც მე-3, ისე მე-4 სეტი, სერბმა 6:1, 6:1 მოიგო და საბოლოოდ გამარჯვებაც იზეიმა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი 34-ედ ითამაშებს დიდი ლემის ფინალში, რაც რეკორდია, ხოლო კვირას გამარჯვების შემთხვევაში 23-ედ დაეუფლება დიდი სლემის ტიტულს, რაც ასევე რეკორდი იქნება.