ვარკეთილში ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულდა.განახლებული პარკი დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. კახი კალაძემ შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ვანდალიზმის ფაქტები ერთად აღკვეთონ. დედაქალაქის მერმა სამგორის მოსახლეობა დღეს სამგორობის ღონისძიებაზეც მიიწვია.