არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც მაშველები ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - Palitra News

არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც მაშველები ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2023-06-10 12:33:16+04:00

არასრულწლოვანი გოგო, რომელსაც მაშველები ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება გუშინ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარემ წაიღო.