საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა, რაზე ისაუბრეს მხარეებმა და რა განცხადებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა, რაზე ისაუბრეს მხარეებმა და რა განცხადებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში

2023-06-10 12:27:00+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე გამახვილდა და 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობას ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა. შეხვედრას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.