სასამართლოში მეგის ქარდავას ერთ-ერთ საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა - Palitra News

სასამართლოში მეგის ქარდავას ერთ-ერთ საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა

2023-06-09 20:29:09+04:00

სასამართლოში მეგის ქარდავას ერთ-ერთ საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა. აღნიშნული საქმე ეხება დაზარალებულ, ყოფილ პატიმარ ბელა როგავას, რომელიც სავარაუდოდ, შემდეგ სასამართლო პროცესზე დისტანციურად დაიკითხება. სასამართლომ შუამდგომლობა მოწმის დისტანციურად დაკითხვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა, რასაც მსჯავრდებულ მეგის ქარდავას უკმაყოფილება მოჰყვა. ქარდავა მოწმის ადგილზე დაკითხვას ითხოვს.