პარტია „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებასა და თანამშრომლობას არ განიხილავს. განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, ოპოზიციურ გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა რომელ პარტიებთან, ხაზარაძეს არ დაუკონკრეტებია.