უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს რომ კახოვკის ჰესი რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს. უწყებამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერიც გაავრცელა, სადაც ისმის, თუ როგორ განიხილავს, სავარაუდოდ ორი რუსი სამხედრო კაშხლის აფეთქებას.