გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა, სავარაუდოდ, მომავალი კვირას პარიზში გაემგზავრებიან და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდებიან. Politico-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება სავარაუდოდ ნატო-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სწრაფვაზე და მოკავშირეების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე გამახვილდება. Politic-ს ცნობითვე, გასულ კვირას მაკრონმა ბრატისლავაში სიტყვით გამოსვლისას მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინას მტკიცე, კონკრეტული და ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები მისცენ.