კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, დღეს, სოჭში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას გამართავს. ის ასევე დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დელეგაციების ხელმძღვანელებსაც შეხვდება. პუტინი შეხვედრას ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთანაც გეგმავს.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრების შემდეგ „სირიუსში“გაემგზავრება, სადაც უცხო ქვეყნების იმ დელეგაციების ხელმძღვანელებთან გამართავს შეხვედრას, რომლებიც ევრაზიული მთავრობათაშორისი საბჭოსა და დსთ-ს საბჭოს სხდომებში მონაწილეობენ.